უკრაინის დროშის დღე და ყირიმის პლატფორმა - მსოფლიო უკრაინის გვერდით. 60-მდე ქვეყანა და ორგანიზაცია ონლაინ კონფერენციაში მონაწილეობდა. მსოფლიო თანამეგობრობა კიევს პირობას აძლევს, რომ დაეხმარება როგორც ომის დროს, ასევე ომის შემდგომს ქვეყნის ინფრასტრუქტურის აღდგენაში. უპრეცედენტო ერთიანობის დროს ყურადღება გამახვილდა ანექსირებულ ყირიმზე, რომელიც უკრაინის განუყოფელი ნაწილია და ის რუსეთმა უნდა დატოვოს. გამოსვლის დროს ვოლოდიმირ ზელენსკი წარმოთქვა სიტყვები - ოკუპაცია სადაც დაიწყო, იქვე დასრულდება.
ყირიმის პლატფორმის სამიტი
23 აგვ 202220:15
3 წუთის საკითხავი