24 მაისის დილით ყირიმის ხიდზე, ქერჩს სრუტეში კვამლი შენიშნეს. ანექსირებული ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელი, სერგეი აკსენოვი ამბობს, რომ ხიდი რამდენიმე საათით "რაიონში არსებული სწავლებების გამო" დაკეტეს.
ხიდზე გადაადგილება მოსკოვის დროით 11:00 საათზე აღდგა.
2022 წლის 8 ოქტომბერს ყირიმის ხიდზე, რომელიც კრასნოდარის ოლქსა და ანექსირებულ ყირიმს ერთმანეთთან აკავშირებს, სატვირთო მანქანა აფეთქდა, რის შემდეგაც რკინიგზაზე საწვავით სავსე ავზები აალდა. ამასთან, ჩამოინგრა გზის სავალი ნაწილი. ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა ოთხი ადამიანი. რუსეთში საქმე ტერაქტის მუხლით აღძრეს და უკრაინა დაადანაშაულეს. კიევი კავშირს უარყოფს.