logo
ENG



ყირიმში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

22 სექ 202315:00
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/22/wqk2kuztv5ha8kv.jpg

ანექსირებული ყირიმის ხელმძღვანელი მიხაილ რაზვოჟაევი ამბობს, რომ უკრაინამ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე სარაკეტო იერიში მიიტანა.

მისივე თქმით, შესაძლოა კიდევ ერთი შეტევა განხორციელდეს.

"არ გახვიდეთ ქალაქის ცენტრში, შენობებიდან არ გახვიდეთ", - დაწერა მან ტელეგრამზე.

გამოცემა TASS წერს, რომ სარაკეტო თავდასხმის ნანგრევები ასობით მეტრზეა მიმოფანტული. ფლოტის შტაბის შენობასთან სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული.


close დახურვა