logo
ENG



ყოველთვის ვიპოვით კომპრომისს ეკლესიასთან - პრემიერი წირვა-ლოცვების ჩატარების შესახებ

30 მარ 202017:31
3 წუთის საკითხავი
 

საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ეკლესიებში მსახურების შესახებ ისაუბრა. გიორგი გახარიას განცხადებით, ადამიანის სიცოცხლე არის უმაღლესი ღირებულება. მისივე თქმით, აუცილებლად მოიძებნება კომპრომისი წირვა-ლოცვის ჩატარების საკითხზე.

„იყო კომუნიკაცია საპატრიარქოსთან და ამის შედეგია, რომ ეკლესიებმა დააწესეს წესები, მოახერხა და მოახდინა ეზოების რადიოფიცირება, რათა მრევლს შეეძლოს გარეთ ყოფნა და მოსმენა. ჩვენი მთავრობის პასუხისმგებლობა რის მოქალაქეების უსაფრთხოება, როცა საკითხი ეხება სიცოცხლეს, ყოველთვის ვიპოვით კომპრომისს ეკლესიასთან. მე ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება რაიმე იყოს ეკლესიისთვის ან მთავრობისთვის რაიმე უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე ადამიანის სიცოცხლეა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით საქართველოში ინფიცირების 100 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 18 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინში იმყოფება 4978 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 266 ადამიანია.


close დახურვა