logo
ENG



ყოფილი ელჩი ევროკავშირში, ნატალია საბანაძე გახარიასთან ერთად ბრიუსელში შეხვედრას ესწრება

16 ივნ 202123:38
3 წუთის საკითხავი
 
2021/06/16/b3iosvmhsrlnoa2.png

პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარე, გიორგი გახარია ევროპარლამენტში შეხვედრებს მართავს, რომელსაც საქართველოს ყოფილი ელჩი ევროკავშირში, ნატალია საბანაძეც ესწრება. 

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრები გაიმართა ევროპის სახალხო პარტიის სპიკერთან საგარეო ურთიერთობების საკითხებში მაიკლ გალერთან და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი ურთიერთობების სამსახურის უფროსთან რიჩარდ ტიბელსსთან. 

შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, მათ შორის ევროკავშირთან ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.  

გიორგი გახარია ბრიუსელში 15 ივნისს გაემგზარა

ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ნატალია საბანაძემ თანამდებობა 2021 წლის 21 მარტს დატოვა.

 


close დახურვა