logo
ENG



გიორგი გახარია ბრიუსელში გაემგზავრა

15 ივნ 202110:48
3 წუთის საკითხავი
clock 873
გიორგი გახარია ბრიუსელში გაემგზავრა

პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარე გიორგი გახარია ბრიუსელში გაემგზავრა, ის დასავლელ პარტნიორებთან სამუშაო შეხვედრებს გამართავს.

პრესსამსახურის ცნობით, გახარიასა და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრ კახაბერ ქემოკლიძეს შეხვედრები ექნებათ როგორც ევროპარლამენტარებთან, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სამსახურსა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ოფისში, ასევე ნატოში.

გარდა ამისა, ისინი შეხვედრებს გამართავენ სხვადასხვა ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან.


close დახურვა