logo
ENG



ყოფილი ძალოვანი ოკუპანტების ტყვეობაში და უმოქმედო მთავრობა

14 დეკ 202120:06
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს მოქალაქე მეოთხე დღეა, ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორშია - ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი მამუკა ჩხიკვაძის ოჯახი კი ინფორმაციულ ვაკუუმში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ საოკუპაციო რეჟიმი ძალოვანი უწყების ყოფილ თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდა. ყველა, ვინც ჩხიკვაძის ცემაზე ლაპარაკობდა, პოლიციაში დაიბარეს.

გატაცებულის ოჯახს სტრასბურგის იმედი უფრო აქვს, სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მზადდება. საქართველოს მთავრობას კი უმოქმედობაში ადანაშაულებენ ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გუშინ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც საფრთხეში მყოფი საქართველოს მოქალაქის ბედზე არც უმსჯელიათ. ამის შესახებ პრესრელიზიდან ვიგებთ.


close დახურვა