დევნილების ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით, აფხაზეთის მთავრობას ქუთაისში სათბურების დიდი პროექტი უნდა დაეწყო.
შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ამისთვის რამდენიმე ათასი ლარიც გამოიყო. პროექტის მიხედვით, უნდა დასაქმებულიყო 2000-მდე იძულებით გადაადგილებული პირი.
შაბათის ფორმულას გადამღები ჯგუფი ადგილზე ჩავიდა, თუმცა ტერიტორიაზე ვერც სათბურები და ვერც დასაქმებულები ნახეს.
ტერიტორია, სადაც სათბურები უნდა აეგოთ ცარიელია.