logo
ENG



შაბათის ფორმულა: ბიზნესმენი ღარიბაშვილსა და მის ნათესავებს მუქარაში ადანაშაულებს

27 თებ 202120:51
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულას ამერიკიდან დაუკავშირდა ბიზნესმენი, რომელიც ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მას ქვეყნის დატოვება ირაკლი ღარიბაშვილმა და მისმა ნათესავებმა აიძულეს. მისი თქმით, სამართალს საქართველოდან შორს ეძებს. 

ბიზნესმენი ვახტანგ გოძიაშვილი აცხადებს, რომ უკვე შეხვდა ამერიკულ გავლენიან ორგანიზაციებს. ბიზნესმენის თქმით, მისი მიზანია რაც შეიძლება ბევრს მიაწოდოს ინფორმაცია, როგორია "ზეწოლა და რეკეტი ქართული ოცნების ხელისუფლებაში".

გოძიაშვილი ამტკიცებს, რომ ღარიბაშვილის პირველი პრემიერმინისტრობის დროს მისი და მისი ნათესავების მონაწილეობით მას მუქარითა და ზეწოლით ბიზნესი დაათმობინეს.


close დახურვა