logo
ENG



შაბათის ფორმულა: განათლების სამინისტროში გუგული მაღრაძის დასაქმებისთვის ვაკანსია შექმნეს

11 სექ 202120:45
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, განათლების სამინისტროში შეიქმნა სპეციალური თანამდებობა, რომელზეც ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი გუგული მაღრაძე დასაქმდა. გუგული მაღრაძის ოფიციალური თანამდებობა, ფსიქოლოგიური პროგრამის ექსპერტობა და არამუდმივი ამოცანების შესრულებაა, თუმცა თვითონ ამბობს, რომ უმაღლესი განათლების პრობლემები უნდა მოაგვაროს. 

ყოფილი დეპუტატი, შაბათის ფორმულასთან საუბარში ადასტურებს ინფორმაციას, განათლების სამინისტროში მის ახალ საქმიანობასთან დაკავშირებით, თუმცა არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ 4000-ლარიანი სამსახურით ქართულმა ოცნებამ დაასაჩუქრა. 

ბილწსიტყვაობის, ჭარბწონიანობის, ბუსუსიანი პრეზერვატივების, მოწევის აკრძალვა, ქველმოქმედებაზე დაწესებული რეგულაციები - ეს ის იდეებია, რომლის პარლამენტში ინიცირებითაც თავი გუგული მაღრაძემ, საზოგადოებას დაამახსოვრა, თუმცა ის არ იყო ერთადერთი ფრთიანი ფრაზებითა და ინიციატივებით გამორჩეული ყოფილი დეპუტატი, რომელსაც ქართულმა ოცნებამ სამუშაო ადგილი განათლების სამინისტროში ენძელა მაჭავარიანსაც გამოუძებნა, მაგრამ განათლების სამინისტროში ექსპერტად მუშაობაზე შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ენძელა მაჭავარიანმა ანაზღაურების გამო განაცხადა. 4000-ლარიანი ხელფასი მას ეცოტავა.

ენძელა მაჭავარიანისა და გუგული მაღრაძის შემდეგ ქართული ოცნების სამსახური კიდევ ერთ დეპუტატს დაუფასდა. ზაზა გაბუნია 10 სექტემბერს მექსიკის შეერთებულ შტატებში, 5 წლით საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა.


close დახურვა