logo
ENG



შაბათის ფორმულა: გახარიას კომპანია ეპიკ ამბასადორი აფინანსებს, ის ოცნებასთან დაახლოებულია

17 აპრ 202120:06
3 წუთის საკითხავი
clock 2692

შაბათის ფორმულას წყაროს ინფორმაციით, ყოფილ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას, რომელმაც პოლიტიკაში დარჩენა დააანონსა, ერთ-ერთი დამფინანსებელი საკონსულტაციო კომპანია ეპიკ ამბასადორია.

კომპანიის ტოპ მენეჯმენტში ქართულ ოცნებასთან მჭიდრო კავშირში მყოფი გვარები ფიგურირებენ. დღეს შაბათის ფორმულამ ეპიკ ამბასადორისგან ექსკლუზიურად მიიღო წერილი.

ისინი ღიად გამოხატავენ გახარიას მიმართ სიმპათიას და მას პროდასავლურ ლიდერად მოიხსენიებენ. 

ეს კომპანია დაფუძნდა 2019 წელს და მისი მთავარი ფუნქცია არის კონსულტაციების გაწევა სხვადასხვა მიმართულებით. შაბათის ფორმულას ცნობით, ეს კომპანია უწევს კონსულტაციას გახარიას ახალ გუნდს. 


close დახურვა