logo
ENG



შაბათის ფორმულა: დედაენის ბაღში თვეებია მოზარდების 2 ჯგუფი ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდება

29 მაი 202120:18
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, დედაენის ბაღში ერთმანეთს მოზარდების 2 ჯგუფი დაუპირისპირდა, რა დროსაც რამდენიმე ახალგაზრდა დაშავდა, ერთ-ერთი კი საავადმყოფოშიც მოხვდა. ის სპიცით დაჭრეს. 

დაპირისპირებაში მონაწილეები დამტვრეული ბოთლებითაც დაშავდნენ. შაბათის ფორმულას ბევრმა დაუდასტურა, რომ დედაენის ბაღში უკვე თვეებია, ერთმანეთს მოზარდების - 2 ჯგუფი სასტიკი მეთოდებით უსწორდება. 

არასრულწლოვანთა ჯგუფები საკუთარ თავებს ფაშისტებად და ნაცისტებად მოიხსენიებენ. ბოლო გარჩევა დედაქალაქის ცენტრში სამშაბათს მოხდა. ადგილზე სხვადასხვა ლოკაციიდან მობილური ტელეფონით ვიდეო კადრებიც გადაიღეს. მომხდარზე გამოძიებაც მიმდინარეობს და დაკავებულია ორი მოზარდი.  


close დახურვა