ვაშლიჯვარში გზის მშენებლობა სახიფათო ნაპრალის ქვედა ნაწილში ისევ გრძელდება. ირკვევა, რომ მიწის მასის ჭრა სამშენებლო სამუშაოებისთვის უწყვეტად მიმდინარეობს, ნარჩენები კი ვეფხი და მოყმის ძეგლთან ახლოს, ცენტრალურ მაგისტრალთან - ხევში იყრება.
ფოტომასალაში, რომელიც შაბათის ფორმულამ მოიპოვა კარგად ჩანს მეწყრული პროცესები და ახლადგაჩენილი ნაპრალები იმ ტერიტორიაზე, სადაც მძიმე ტექნიკის გამოყენებით გზა შეუჩერებლად შენდება.
ტერიტორიაზე 2 მრავალსართულიანი კორპუსის აშენება იგეგმება. არქიტექტურის სამსახურმა ნებართვა კომპანია აბეკასა და საფირ ბაკურიანზე გასცა. აბეკას მიერ ატვირთულ დოკუმენტაციაში დევს დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ ქანების სიმტკიცე არ განსაზღვრულა, რადგან გამოყენებული იყო მეზობელ ობიექტზე ჩატარებული სამუშაოების მონაცემები.
კიდევ ერთი მეწყრული ზონა დედაქალაქში ბაგები, მთაწმინდის ფერდია. ქანების შლა ფერდობის თავზე 9-სართულიანი კორპუსის მშენებლობამ გამოიწვია. ადგილობრივებმა შესაბამისი სამსახურების გაფრთხილება არაერთხელ სცადეს, მიმართეს სასამართლოსაც, თუმცა კომპანიამ სახლის აშენების ნებართვა მაინც მიიღო.