შაბათის ფორმულამ აუდიტის პირველი და საბოლოო დასკვნა შეისწავლა და დაადგინა, რომ ბიძინა ივანიშვილის კომპანიამ აბაშაში, ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა და სახელმწიფოს პირგასამტეხლოს არ უხდის.
შპს საქართველოს მიწის კორპორაცია - ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. საიდუმლო დოკუმენტებით ირკვევა, რომ ამ კომპანიას აბაშაში უნდა გაეშენებინა მერძევეობის ფერმა, 600 სულ პირუტყვზე გათვლილი და მიწების 80% დაემუშავებინა. თუმცა, შაბათის ფორმულამ გაარკვია, რომ საბოლოოდ ივანიშვილს ვალდებულებები გაუუქმეს და სოლიდური პირგასამტეხლო აპატიეს.
ხსენებულ ტერიტორიაზე არც ფერმა აშენდა და არც მიწები დამუშავდა, ხოლო მილიონ 900 ათას კვადრატული მეტრის მიწა ოლიგარქს ერთ ლარად გადაეცა. კანონდარღვევები აუდიტმა დასკვნიდან სრულად ამოშალა. ყველა ეს კომპანია რომელიც აბაშაში მიწებს ფლობს - საბოლოოდ ეკუთვნის ობშორში რეგისტრირებულ კომპანიებს.