logo
ENG



შაბათის ფორმულა: კაცი შსს-ს მაღალჩინოსანს წამებაში სდებს ბრალს, მან საქმე სტრასბურგში მოიგო

24 ივლ 202121:30
3 წუთის საკითხავი
 

მოქალაქე ლაშა არქანიამ სტრასბურგში საქართველოს წინააღმდეგ საქმე მოიგო. კერძოდ, არქანია საქართველოს ხელისუფლებას არაადამიანურ მოპყრობას და წამებას ედავებოდა. 

სტრასბურგმა მისი წამება დაადგინა და სახელმწიფოს საქმის ხელახალი განხილვა, ობიექტური გამოძიება და დამნაშავეების დასჯა დაევალა. 

ლაშა არქანია - 2011 წელს დააკავეს, მას სთხოვდნენ ხელი დაედო სხვებისთვის და ეთქვა, რომ თითქოს ტერაქტს აწყობდნენ ენგურის ხიდზე და თითქოს მან ეს იცოდა. საქმის მიხედვით მას შემდეგ რაც არქანია ამ აღიარებას არ დათანხმდა, ის აწამეს და სავარაუდოდ წამალი ჩაუდეს, შემდეგ კი აღიარებაზე ხელი მოაწერინეს. 

არქანიას თქმით, წამების სხვადასხვა მეთოდი მის მიმართ წალენჯიხის პოლიციის ყოფილმა უფროსმა, გოჩა გოგოხიამ და მისმა რამდენიმე თანამშრომელმა გამოიყენეს. მომხდარის შემდეგ 10 წელი გავიდა, თუმცა გოგოხია, რომელზეც არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, ლაშა არქანია შაბათის ფორმულასთან საუბრობს, ამ დრომდე ძალოვან უწყებაში, თანამდებობაზე რჩება.

სასტიკ დანაშაულში მხილებული გოგოხია და მასთან ერთად მყოფი რამდენიმე პოლიციელი 2020 წლამდე თავისუფლად აგრძელებდნენ საქმიანობას. დამნაშავეების ნაწილი მხოლოდ მას შემდეგ დააკავეს, რაც 2020 წლის 25 ივნისს, სტრასბურგის სასამართლომ არქანიას საქმეზე არაადამიანური მოპყრობის ფაქტები დაადგინა და ხელისუფლებას მისი ხელახალი გამოძიება დაევალა. დაკავებულებს შორის არ აღმოჩნდა რამდენიმე პირი, მათ შორის გოჩა გოგოხიაც.

გოგოხია აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტში მას შემდეგ დაინიშნა, რაც სტრასბურგიდან გადაწყვეტილება მოვიდა. საქმის გამოძიება განახლდა, გოგოხია პროკურატურაში დაკითხვაზეც იმყოფებოდა, თუმცა უფლებამოსილება არ შეჩერებია, მეტიც, ის თანამდებობრივად დააწინაურეს.

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის ერთ-ერთი მთავარი დაპირების, სამართლიანობის აღდგენის შეუსრულებლობაში მონაწილეობას მთავრობის პირველი პირები იღებდნენ. სქემა კი ასეთია: (გრაფიკა) გოჩა გოგოხიას ახლო ნათესავი, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში ძალოვანი უწყების მაღალჩინოსანია, თანამშრომლობს საქართველოს ხელისუფლებასთან სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის კონტრაბანდულ საქონელზე. შესაბამისად, გოგოხიას დაკავება ამ კავშირებს ავტომატურად გაწყვეტს, რაც ხელისუფლებას არ აწყობს.


close დახურვა