შაბათის ფორმულას ექსკლუზიური ინფორმაციით, მარნეულის საკრებულოს დეპუტატი ქართული ოცნებიდან ზურა ფანგანი, ყოფილ პოლიციელს ჯაბა ირიაულს ფიზიკურად გაუსწორა, დაემუქრა და მის ცოლს ავტომობილი წაართვა.
შაბათის ფორმულამ მოიპოვა ყველა მტკიცებულება, რითიც დასტურდება რომ ზურა ფანგანმა მთავრობის წარმომადგენელმა მარნეულში, სცემა და დაატერორა ახალგაზრდა კაცი და მისი ოჯახი.
მიზეზი - ის ავტომობილია, რომელიც საკრებულოს დეპუტატმა კომპანია ამერიკან ტრანსის მეშვეობით, ამერიკიდან რამდენიმე თვის წინ გამოიწერა, მაგრამ მისი ავტომობილი ამ დრომდე არ ჩამოსულა. ამაში ფანგანმა ჯაბა ირიალული დაადანაშაულა, რადგან შუამავალი სწორედ ის იყო.