logo
ENG



შაბათის ფორმულა: ნავთობტერმინალი, სადაც მამაცაშვილმა კორუფციული სქემა გამოიყენა, დააყადაღეს

27 თებ 202120:35
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ბათუმის ნავთობ ტერმინალი, საიდანაც შაბათის ფორმულას ცნობითვე, ათასობით ტონა საწვავი გაქრა, ხოლო კორუფციული სქემის უკან ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და ქვეყნის ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დგანან, დაყადაღებულია. 

კორუფციული სქემის გამო, ტერმინალი იმდენად დაზარალდა, რომ ის გადასახადებს ვერ იხდის, მათ შორის ვერც კომუნალურს.

ორშაბათიდან ერთ-ერთ მსხვილ ორგანიზაციას, რომლიდანაც შემოსული საწვავით საქართველო მარაგდება, პარალიზება ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ შაბათის ფორმულას ცნობით, მამაცაშვილმა 8 000 ტონა საწვავი, როგორც ტრანზიტი ისე შემოიტანა და ამით თავი გადასახადებს აარიდა.


close დახურვა