logo
ENG



შაბათის ფორმულა: ნარკოტიკების გაყიდვის ბრალდებით საპატრულო პოლიციის ინსპექტორი დააკავეს

26 დეკ 202020:38
3 წუთის საკითხავი
 

დიდი ოდენობით ნარკოტიკების გაყიდვის ბრალდებით ისნის საპატრულო პოლიციის ინსპექტორი დააკავეს. 

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ის საბურთალოზე აიყვანეს, მაშინ როდესაც ნარკოტიკული საშუალების გაყიდვას ცდილობდა. მას თან სუბოტექსის აბები ჰქონდა. 

ფორმულას წყარო საგამოძიებო უწყებიდან უყვება, რომ პოლიციელის აყვანის შემდეგ პრობლემა შეიქმნა, რადგან გენერალურ ინსპექციაში მას გავლენიანი მფარველები ჰყავს. კერძოდ დაკავებულს, ადმინისტრაციის საინფორმაციო ანალიტიკური სამსახურის უფროსი ირაკლი შანავა და   გენერალური ინსპექციის დისციპლინური დევნის სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი მამაცაშვილი მფარველობენ. 

პოლიციელს, ვიქტორ კვირიკაშვილს ბრალდება მხოლოდ 24 დეკემბერს წარუდგინეს. მას სასამართლომ 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. 


close დახურვა