შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ქართული ოცნება დასარეგისტრირებლად ამზადებს კანონპროექტს. რომლის კანონად ქცევის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება საარჩევნო სიით პარლამენტში მოხვედრის გაუქმება.
კერძოდ, ახალი კანონით მმართველი პარტია შეძლებს ოპოზიციური პარტიის სიის პირობითად 69-ე ან მეასე წევრი შეიყვანოს, ანუ ისინი ვისაც საზოგადოება ნაკლებად იცნობს და ვისი გადაბირებაც უფრო მარტივია.
კანონის მიღების შემთხვევაში ქართული ოცნება პარლამენტში ოპოზიციის სკამების შევსებას შეძლებს, ხოლო მისი მიღება რთული არ იქნება, რადგან მმართველ გუნდს საკანონმდებლო ორგანოში 90 დეპუტატი ჰყავს.