logo
ENG



შაბათის ფორმულა: ოცნებამ რუს ბიზნესმენ ხარებავას რაჭაში 700 ჰექტარი 13 წლით გადასცა

10 ივნ 202320:45
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ქართულმა ოცნებამ რაჭაში 700 ჰექტარი მიწა რუს ბიზნესმენებს, ძმებ ხარებავებს თითქმის უსასყიდლოდ, 13 წლით გადასცეს. გარდა ამისა, ძმებმა ხარებავებმა წლობით გადაიფორმეს 60 მილიონი კვადრატული მეტრის მიწა კავკასიონზე, რომელსაც გლეხები საძოვრებად იყენებდნენ.

შაბათის ფორმულამ გაარკვია, რომ კავკასიონის ქედის ჩუქებამდე, ქართულმა ოცნებამ რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენს და ვლადიმერ პუტინის გარემოცვის წევრს, ალექსანდრე ხარებავას ასეულობით ჰექტარი 13 წლით გადასცა, სადაც მისმა კომპანიამ ოქროს მოპოვების ლიცენზია მიიღო.

შაბათის ფორმულას ცნობით, კომპანია, რომელსაც ხელისუფლებას ოქროს მოპოვების ლიცენზია მისცა ერთი შეხედვით ქართულია. შპს ქართული პერსპექტივა 2015 წელს დაფუძნდა და 2016 წელს უკვე ოქროს მოპოვების ლიცენზია მოიპოვა. 2021 წლამდე კომპანიას 94%-ს ალექსანდრე ხარებავა ფლობდა, იმავე წელს კი 200 ლარად კომპანია მურმან წოწორიას გადაუფორმა. მურმან წოწორია დიზონ ლიმითედ საქართველოს დირექტორია, ამ კომპანიას კი 2006 წელს ბრიტანეთში დაფუძნებული დიზონ ლიმითედი ფლობს, რომელიც ძმები ხარებავების საკუთრებაშია.

თენგიზ ხარებავა კი საქართველოს და რუსეთის ორმაგი მოქალაქეა. ის ფარმაცევტულ კომპანია ბიონში 17%-ს ფლობს, იმავე კომპანიაში ყველაზე დიდი წილი აქვს რუს ოლიგარქს მიხაილ შელკოვს, რომელიც ტიტანის უმსხვილესი მწარმოებელია. ტიტანი თავის მხრივ ქიმიურ და სამხედრო მრეწველობაში გამოიყენება, სავარაუდოდ სწორედ ამიტომ უკრაინის მთავრობამ შელკოვი ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე დაასანქცირა.

ხარებავებისთვის კავკასიონის ქედის და ოქროს მოპოვების ლიცენზიების ჩუქების გარდა, ქართული ოცნების ხელისუფლებამ ყველაზე დიდი საჩუქარი რუსეთიდან დავით-გარეჯის ე.წ. რუკების ჩამომტან რუს ბიზნესმენს დავით ხიდაშელს გაუკეთა. ივანიშვილმა 105 000 ჰექტარი ტყე ხიდაშელის კომპანიას 50 წლით გადასცა.

ხარებავების ბიზნესინტერესებსა და რაჭის ტყეების გადაცემაზე ინფორმაცია მთის ამბებმა გაავრცელა და პირველმა მათ შეატყობინა ადგილობრივებს, რომ მათი მიწა რუს ბიზნესმენს ფაქტობრივად აჩუქეს.


close დახურვა