logo
ENG



შაბათის ფორმულა: ოცნებასთან დაახლოებული ბიზნესმენი თელავში აკრძალულ კორპუსებს აშენებს

12 ნოე 202221:17
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, თელავში ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ბიზნესმენი შოთა დემინაშვილი იგივე ლეკი, აკრძალულ კორპუსებს აშენებს.

თელავში ქალაქის გენგეგმის მიხედვით 5-სართულიან კორპუსებზე მაღალი შენობების მშენებლობა აკრძალულია. მიუხედავად ამისა შოთა დემინაშვილი ქალაქში 11-სართულიან ოთხ კორპუსს აშენებს, თან ისე, რომ ეს კანონდარღვევად არ ითვლება. ამის მიზეზი ის არის რომ თელავის საკრებულო ამ დრომდე განაშენიანებისა და მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას არ ამტკიცებს. ქალაქის მთავარი დოკუმენტი წლებია შემუშავებული არ არის.

აღსანიშნავია, რომ დემინაშვილი მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც დროების ჟურნალისტს არჩევნების დროს ფიზიკურად გაუსწორდა. მომხდარის გამო ბიზნესმენი პასუხისგებაში არ მიუციათ. 


close დახურვა