logo
ENG



შაბათის ფორმულა: ოცნების შემომწირველი კულტურულ ძეგლში უნებართვო ცვლილებებს ახორციელებს

05 თებ 202220:30
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, 2010 წელს რუსეთის სასარგებლოდ  ჯაშუშობისთვის დაკავებულმა, მმართველი პარტიის მსხვილმა შემწირველმა ბაკურ კიღურაძემ უკანონოდ, შესაბამისი სამსახურების ნებართვის გარეშე, ისტორიული შენობის ინტერიერი შეცვალა. 

როგორც აღმოჩნდა, უკვე რამდენიმე ათეული წელია კულტურულ ძეგლში სამუშაოები მიმდინარეობს. როგორ მოხდა რომ ამდენი ხნის განმავლობაში ვერავინ ვერაფერი გაიგო გაუგებარია. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ბაკურ კიღურაძის მიერ წარმოებულ სამუშოებთან დაკავშირებით არაფერი იციან, თუმცა ეს მაშინ როდესაც ბიზნესმენი თავს გადაცემებში იწონებს და ფოტოებს საჯაროდ აქვეყნებს. ასევე, ირკვევა რომ ძეგლი, კიღურაძეს, საინვესტივიო ვალდებულებით გადასცეს. 

რა ვალდებულებები დააკისრა სახელმწიფომ ბიზნესმენს უცნობია.


close დახურვა