logo
ENG



შაბათის ფორმულა: ოხანაშვილის სიმამრმა დიდი მიწის ფართობი მიზერულ ფასად იყიდა

13 მარ 202120:14
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრის ანრი ოხანაშვილის სიმამრმა შიდა-ქართლში მიწები 20-50 თეთრად იყიდა. ჯამში მას 800 ათასი კვადრატული მეტრი ეკუთვნის. 

აღსანიშნავია, რომ მიწების შეძენის დრო ანრი ოხანაშვილის თანამდებობრივ აღზევებას ემთხვევა. მის სიმამრს, მინიმალურ ფასად მიწების დიდი ნაწილი შეძენილი და გადაფორმებული აქვს მაშინ, როდესაც მისი სიძე პარლამენტში პირველად მოხვდა. 

 

 


close დახურვა