logo
ENG



შაბათის ფორმულა: პატიმარი ერთ-ერთი კლინიკის მე-7 სართულიდან გადმოხტა

24 ოქტ 202019:36
3 წუთის საკითხავი
clock 985

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, კლინიკა ვივამედის მე-7 სართულიდან პატიმარი გადახტა. შემთხვევა 17 ოქტომბერს მოხდა. თვითმკვლელობის ფაქტს კლინიკაში არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.  

როგორც ირკვევა, გარდაცვლილი მეტადონის პროგრამაში იყო ჩართული. დაკავების შემდეგ, მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს და საპატიმროში გადაყვანამდე, კლინიკა ვივამედის საკარანტინო სივრცეში მოათავსეს.

ჩვენი ინფორმაციით, კლინიკაში მოთავსების შემდეგ, პატიმარს ე.წ. ნარკოლოგიური შიმშილი დაეწყო, შედეგად კი მისი ფსიქოემოციური მდგომარეობა დამძიმდა.

საქმეს სახელმწიფო ინსპექტორი საბადრაგო სამსახურის მიერ დადგენილი წესის დარღვევის მუხლით იძიებს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული მუხლი 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 


close დახურვა