logo
ENG



შაბათის ფორმულა: პოლიციელები სამსახურებს ტოვებენ და ქვეყნიდან გარბიან

02 ივლ 202220:37
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ქუთაისის საპატრულო პოლიციის მთლიანმა ოცეულმა სამსახური დატოვა და ქვეყნიდან წავიდნენ. მათ პატაკიც არ დაუწერიათ. ისინი მექსიკის გავლით ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდნენ.

კადრების ნაკლებობაა იმერეთის დაცვის პოლიციაშიც. მათი თანამშრომლებიც ქვეყნიდან წავიდნენ.

პოლიციელების დიდი ნაწილი შაბათის ფორმულასთან საუბარში ამბობს, რომ საქართველოს დატოვება - პოლიტიკური დავალებების გამო გადაწყვიტეს. ქვეყნიდან წასვლის მიზეზი ასევე ეკონომიკური მდგომარეობაა. 

აღსანიშნავია, რომ სამსახურებს სახელმწიფო მოხელეებიც ტოვებენ. 

სახელმწიფო სტატისტიკური მონაცემებით ქვეყანა ბოლო 6 თვეში ათასობით ადამიანმა დატოვა და უმეტესობა მათგანი საჯარო მოხელე იყო.

 


close დახურვა