logo
ENG



შაბათის ფორმულა: საქართველოში სხვადასხვა ობიექტებში რუსული რუბლით ვაჭრობა ხდება

19 ნოე 202220:15
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულას ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში სხვადასხვა ობიექტებში რუსული რუბლით ვაჭრობა ხდება.

კერძოდ, გამოძიების ფარგლებში, ჟურნალისტები მივიდნენ რამდენიმე ჯიხურსა და მაღაზიაში, სადაც გაეცნენ როგორც რუსი ტურისტები და რუსული რუბლებით იყიდეს საკვები პროდუქტები, სიგარეტი, ასევე შეძლეს საწვავის შეძენაც.

მარშრუტი, ჟურნალისტური გამოძიებისთვის, კონკრეტული ინფორმაციის მიღების შემდეგ შეირჩა - თავდაპირველად ჟურნალისტები თბილისიდან მარნეულის და წითელი ხიდის მიმართულებით წავიდნენ. რუსული კუპიურებით ვაჭრობის გამოძიება, რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდა, რის შემდეგაც ჟურნალისტებმა, იგივე მეთოდით, საჭირო ნივთების, პროდუქტის თუ ცხელი სასმელების ყიდვა ნატახტარი-ფასანაურის გზაზეც მოახერხეს.

რუსულ რუბლებზე გაყიდვის შემთხვევაში, მოვაჭრეები, სავალუტო ჯიხურებთან შედარებით, მათთვის გაცილებით მომგებიან კურსს ანგარიშობენ და ნავაჭრი არ აისახება ობიექტის შემოსავლებში - რუსული რუბლით გადახდის შემთხვევაში გამყიდველი ჩეკს ვერ გასცემს.

საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, ქვეყნის ტერიტორიაზე ლარი არის გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება და სხვა ნებისმიერ ვალუტაში ვაჭრობა იკრძალება. შაბათის ფორმულას ჟურნალისტური გამოძიებით კანონდარღვევა იკვეთება.

 


close დახურვა