logo
ENG



შაბათის ფორმულა: შკოდას, რომელიც სექსმუშაკებს ემსახურება, პოლიციის მაღალჩინოსანი მართავს

13 მარ 202120:02
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულამ გაარკვია ვინ მართავს შკოდას სახელმწიფო ნომრით, რომელმაც სექსმუშაკი, სუტინიორთან ერთად კომენდანტის საათის დროს, ფორმულას მიერ შერჩეულ მისამართზე მიაცილა.

შკოდა სახელმწიფო ნომრით - 430 შაბათის ფორმულას ობიექტივში კიდევ ერთხელ მოხვდა. ამჯერად ფორმულას გადამღებმა ჯგუფმა ავტომობილი ოპერატიული ნომრებით - ვაკე-საბურთალოს მე-7 განყოფილებასთან დააფიქსირა. 

რამდენიმე დღიანი დაკვირვების შემდეგ, გაირკვა რომ შკოდას ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე მართავს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ისევ უარყოფს ამ ინფორმაციას და ამბობენ, რომ მათი თანამშრომელი სექსმუშაკს არ მფარველობს და პროსტიტუციის ბიზნესში ჩართული არ არის. კითხვები, რომელიც ამ თემის გარშემო ლეგიტიმურად ჩნდება, ისევ უპასუხოდ დატოვეს.  

შეგახსენებთ, რომ 23 იანვარს შაბათის ფორმულას საგამოძიებო რეპორტაჟი მოამზადა, რომლის თანახმადაც პოლიცია სექს-მუშაკებს კომენდანტის დროს ესკორტად ემსახურება


close დახურვა