გასულ კვირას კაცმა ავტობუსში, შვილებისა და მგზავრების თანდასწრებით ცოლი მოკლა. საქმის მასალებში დევს ვიდეო კადრები, რომელიც ამ ამბავს სრულად ასახავს.შაბათის ფორმულას მიერ მოპოვებულ ვიდეო მტკიცებულებაში ჩანს, როგორ ბრუნდება ბრალდებული მკვლელობის შემდეგ ავტობუსში, რათა ცოლისთვის წართმეული ინსულინი შვილს გაუკეთოს, რომელსაც დედა რამდენიმე წუთით ადრე მოუკლა. კადრები, რომელიც შაბათის ფორმულამ მოიპოვა, მკვლელობიდან რამდენიმე წამის შემდეგაა გადაღებული. ცოლისთვის 10 ჭრილობის მიყენების შემდეგ, როინ მებონია ავტობუსში ბრუნდება და მოკლულის ჩანთას იღებს.
შაბათის ფორმულამ ავტობუსში ქალის მკვლელობის ადგილიდან ვიდეო მასალა მოიპოვა
28 მაი 202220:23
3 წუთის საკითხავი