logo
ENG



შაბათის ფორმულას წყარო: საქართველო, ბოლო წლებში, პოზიციებს აზერბაიჯანის სასარგებლოდ თმობს

22 მაი 202120:09
3 წუთის საკითხავი
 

საქართველო აზერბაიჯანის საზღვარზე, წითელი ხიდთან, ძველ, სამსაუკუნოვან ქართულ კულტურულ მემკვიდრეობასთან მიახლოება შეუძლებელია. შაბათის ფორმულას წყარომ საზღვრის დაცვის ერთ-ერთი სამსახურიდან მიაწოდა ინფორმაცია, რომ ქართულმა მხარემ, ბოლო წლებში პოზიციების აზერბაიჯანის სასარგებლოდ დათმობა დაიწყო. ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად შაბათის ფორმულას გადამღები ჯგუფი ადგილზე ჩავიდა. კითხვას - ახლა საზღვრის ამ შეუთანხმებელ მონაკვეთს ვინ აკონტროლებს - ქართული თუ აზერბაიჯანული მხარე, ვერავინ უპასუხა.  

ძველ ხიდთან მისაახლოებლად არსებობს ერთი ოფიციალური გზა - საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი ოფიციალურად უნდა გადაკვეთო. კიდევ ერთი გზა, უნდა აუყვე მდინარე ხრამს, ოფიციალური გამშვები პუნქტიდან მარცხენა მხარეს და შემოსავლების სამსახურის დაცული შენობის მაღალი რკინის მესერიდან უბრალოდ გახედო - წითელ ხიდს. 

რა ხდება ადგილზე ამის თქმა დანამდვილებით შეუძლებელია - ფაქტია რომ იქ ორივე ქვეყნის სამხედროები პატრულირებენ, მაგრამ სავარაუდოდ ხიდის ჩრდილოეთ მხარეს განთავსებულია აზერბაიჯანული საგუშაგო. კიდევ ერთი საგულისხმო დეტალი - მოსკოვიდან გამოგზავნილი 1936-1938 წლებში გამოცემული საქართველოს 1:200 000 რუკებია - მათზე დაყრდნობით, წითელი ხიდი სრულად აზერბაიჯანის კონტროლირებად ტერიტორიაზე ხვდება.


close დახურვა