logo
ENG



შაბათს მშობლები წერეთელზე შეიკრიბებიან, საიდანაც ევროპის მარშს შეუერთდებიან

08 მაი 202414:09
3 წუთის საკითხავი
 
შაბათს მშობლები წერეთელზე შეიკრიბებიან, საიდანაც ევროპის მარშს შეუერთდებიან
ფორმულა/ლანა მრავლაძე

შაბათს, 11 მაისს, 16:00-ზე მშობლები ექსპოჯორჯიასთან შეიკრიბებიან, საიდანაც მსვლელობით ევროპის მარშს შეუერთდებიან.

"ვიკრიბებით (წერეთლის გამზირი, დიდუბის გამოფენა), საიდანაც, ჩვენი ხმა მთელ ქალაქში გაისმება.

შემოუერთდი მსვლელობას! ერთად ვუთხრათ მადლობა, ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოსულ ევროკავშირის ელჩებს!

ვივლით ბევრს, ვივლით ერთად და ხმამაღლა ვიტყვით იმას, #რაცშვილებსუნდათ!
#არარუსულკანონს !
#კიევროპას !

19:00 სთ-ზე, მარშით შევუერთდებით უკვე დაანონსებულ საერთო აქციას ევროპის მოედანზე", - ნათქვამია განცხადებაში.

პარალელურად აქციის მონაწილეები სამ ლოკაციაზე შეიკრიბებიან: მარჯანიშვილის მოედანზე, რესპუბლიკის მოედანსა და 300 არაგველის მეტროსთან, საიდანაც მსვლელობით ევროპის მოედანზე წავლენ.


close დახურვა