logo
ENG



შაკირამ და ჯენიფერ ლოპესმა სუპერბოულზე იმღერეს

03 თებ 202013:12
3 წუთის საკითხავი
 

ჯენიფერ ლოპესმა და შაკირამ მინიკონცერტი გამართეს შეერთებულ შტატებში სუპერბოულის შესვენებისას. ეროვნული საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატზე მომღერლები ლათინური რიტმებით და ყველაზე ცეცხლოვანი ნომრებით წარდგნენ.  ერთ-ერთ ნომერში მონაწილეობა ჯენიფერ ლოპესის 11 წლის ქალიშვილმაც შეასრულა. ემიმ დედასთან ერთად  ბრიუს სპრინგსტინის Born In The U.S.A.-ის ერთ-ერთი ვერსია იმღერა.

წარმოდგენას ტელევიზიით თვალს 11 მილიონი ადამიანი ადევნებდა. 


close დახურვა