იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე არჩევანი ნინო ქადაგიძეზე გააკეთა. ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი, შალვა თადუმაძე, როგორც ჩანს, არაფორმალური მმართველის მხარდაჭერას კარგავს. ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის სკამის გარეშე დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე თვეებია, რეალურ კანდიდატად განიხილებოდა.
ოპონენტები ამ გადაწყვეტილების ორ მიზეზს განიხილავენ - ერთი ის საერთაშორისო წნეხია, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნას მოჰყვა და მეორე - შალვა თადუმაძის საეჭვო დიპლომი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ადასტურებენ, რომ თადუმაძის კანდიდატურა დახურულ შეხვედრაზე განიხილეს, თუმცა მხარი არ დაუჭირეს. დღეს საბჭოსთვის აქამდე ფავორიტ თადუმაძეზე კვალიფიციური სხვა მოსამართლე აღმოჩნდა.
ნინო ქადაგიძის კანდიდატურას პარლამენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დასამტკიცებლად მიმდინარე კვირაში გადაუგზავნის. მას მხარი 78-მა დეპუტატმა უნდა დაუჭიროს.