logo
ENG



შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შედის

10 თებ 202213:38
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/10/hnjyvwfc60mtwsj.jpg

ლეიბორისტული პარტია პარლამენტში შედის. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

"პარტიის პოლიტიკურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება ლეიბორისტული პარტიის პარლამენტში შესვლის თაობაზე. დღეს ეს იყო ერთადერთი სწორი სტრატეგია, რათა ჩვენ დავიწყოთ და გავაგრძელოთ რეჟიმის ჩამოშლა, მათ შორის საპარლამენტო ბერკეტების გამოყენებით. მათ შორის რაც საყოველთაო ბოიკოტი ვერ შედგა და არ გამოვიდა, მათ შორის სოციალური გამოკითხვებით მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მოითხოვა ლეიბორისტული პარტიის პარლამენტში დაბრუნება, ჩვენ ვალდებული ვართ გავითვალისწინოთ ეს რეალიები, აღნიშნული მოთხოვნები", - განაცხადა ნათელაშვილმა.

ლეიბორისტულ პარტიას პარლამენტში ერთი მანდატი აქვს, პროპორციული სიის სათავეში კი შალვა ნათელაშვილია. როგორც მან განმარტა, საყოველთაო ბოიკოტის დროს სიების ჩახსნის შემდეგ ის ერთადერთია, ვისაც საკანონმდებლო ორგანოში შესვლა შეუძლია. მისივე თქმით, პარლამენტში მისვლას შემდეგ კვირაში აპირებს. 

ამის პარალელურად, პარლამენტში რამდენიმე დეპუტატისთვის, მათ შორის ნათელაშვილისთვის ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავს.

7 თებერვალს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა - შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიას, ბადრი ჯაფარიძისა და კახა კუჭავასთვის - უფლებამოსილების შეწყვეტას. კომიტეტმა ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარის, ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს მხარი მას შემდეგ დაუჭირა, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე კვალიფიკაცია შეცვალა და ხანდაზმული მუხლით ჯაფარიძის მიმართ სადავო გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

რაც შეეხებათ ხოშტარიასა და ნათელაშვილს მანდატის გაუქმების საფუძვლად განიხილება არასაპატიო მიზეზით სხდომების გაცდენა.


close დახურვა