დღეს, 29 დეკემბრის პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტის ახალ თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს.
იგი მმართველმა გუნდმა კახა კუჭავას შემცვლელად წარადგინა. კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა 24 დეკემბერს დატოვა. იგი ტოვებს პარლამენტსაც, თუმცა, როგორც ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რჩება მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრად.