კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯომარის პოსტს ტოვებს და მის ნაცვლად პარლამენტს წარედგინება შალვა პაპუაშვილის კანდიდატურა.
"პარტიის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ... ბუნებრივია კახა რჩება ჩვენი პოლიტსაბჭოს წევრად.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ პარლამენტს წარედგინება შალვა პაპუაშვილის კანდიდატურა" - თქვა ირაკლი კობახიძემ
კახა კუჭავა ამბობს, რომ გადადგომის გადაწყვეტილებას უკვე ერთი თვეა გუნდთან ერთად განიხილავს და ის პოლიტსაბჭოში სხვა პროექტს უხელმძღვანელებს, რომლის შინაარსი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
"რა თქმა უნდა ეს არ არის, ორი- სამი დღის გადაწყვეტილება, დაახლოებით თვე არის უკვე ჩვენს გუნდთან ერთად ამ საკითხზე გვქონდა საუბარი, მე შორს არსად არ მივდივარ, ვრჩები პოლისტსაბჭოში ჩემს გუნდთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან პროექტში, რომელიც ირაკლიმ ახსენა, დეტალებზე ჩვენ არ ვისაუბრებთ, რადგან მომავალ წელს გაიგებთ უფრო მეტ დეტალს ამ მიმართულებაზე, რასაც მე ვუხელმძღვანელებ. ეს ახსნის ყველა იმ მიზეზს, რაც დღეს არ შეგვიძლია ბოლომდე ვთქვათ ამ საკითხთან დაკავშირებით... ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა გუნდს და პირადად ირაკლი კობახიძეს, დარწმუნებული ვარ შალვა პაპუაშვილი წარმატებით გაართმევს თავს და მე მინდა მას წარმატება ვუსურვო" - ამბობს კახა კუჭავა.
შალვა პაპუაშვილმა, რომელიც ახალ პარლამენტის თავმჯდომარედ განიხილება, გუნდს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარე 2021 წლის 27 აპრილიდანაა, მან პოსტზე 8 თვე დაჰყო.