თბილისში მოკლული ავსტრალიელი მასწავლებლის, შანაე ბრუკის ოჯახი დამნაშავისთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვს.
ოჯახმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ეს დამნაშავისთვის სამართლიანი სასჯელია.
ოჯახის თხოვნით, ფორმულა წერილის ქართულ და ინგლისურ ვერსიას უცვლელად გთავაზობთ.
"შანაეს ოჯახმა ჩვენი ლამაზი გოგონა წარმოუდგენლად ტრაგიკულად დავკარგეთ.
მან ბევრი მეგობარი და ოჯახის წევრი დატოვა, გულგატეხილი და განადგურებული.
გვეამაყება ყველა ის წარმატება, რომელსაც შანაემ თავისი ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე ბევრ ქვეყანაში მიაღწია.
იგი იყო სიყვარულისა და პოზიტივის მომტანი გარშემომყოფთათვის.
შანაე იბრძოდა ქალთა უფლებებისა და უსაფრთხოებისთვის, დიდ დროს უთმობდა რამდენიმე ქვეყანაში ჩაგრულ და დაუცველ ადამიანებზე ზრუნვას.
შანაე გამორჩეულად გულწრფელი და ერთგული მეგობარი იყო, თავგადასავლების მოყვარული და მამაცი, სიცოცხლის თითოეულ წუთს აფასებდა და ცხოვრების მუდამ მადლიერი იყო.
გვსურს, ჩვენი გულითადი მადლიერება გამოვხატოთ შანაეს მეგობრების მიმართ, რომლებმაც შანაეს გაუჩინარებისთანავე უმალვე განგაში ატეხეს და გასწიეს დახმარება ძებნის პროცესის ორგანიზებაში.
ჩვენი ოჯახისთვის გასაოცრად მხარდამჭერია როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოეთიდან, მათ შორის ქართული საზოგადოებიდან, შანაეს ბევრი მეგობრის სიყვარულით სავსე გზავნილები.
მადლიერებას გამოვხატავთ თბილისის პოლიციისა და იმ გამომძიებლების მიმართ, რომლებმაც მალევე შეძლეს შანაეს პოვნა და დამნაშავის დაკავება.
მადლობას ვუხდით კორძაძის საადვოკატო ბიუროს თბილისში ჩვენი ოჯახის წევრებზე დაუღალავი ზრუნვისათვის მათი საქართველოში ყოფნისას, დღემდე იმ მხარდაჭერისა და დახმარებისათვის, რაც ამ საშინელი პერიოდის გაძლებაში გვეხმარება.
მადლობა ავსტრალიის საელჩოს თანამშრომლებს ანკარაში, ჩვენი ოჯახის მნიშვნელოვანი მხარდაჭერისათვის.
მადლობას ვუხდით როგორც საქართველოს სახელმწიფოს, შანაეს რეპატრიაციაში ფინანსური დახმარების გაწევის შემოთავაზებისათვის, ასევე, ქართველ ხალხს უწყვეტი ყურადღების, სიყვარულისა და თანადგომისათვის ამ მძიმე ტრაგიკულ პერიოდში.
ასევე, განსაკუთრებული მადლობა გვსურს გადავუხადოთ ყველას, ვინც ფინანსური წვლილი შეიტანა შანაეს GoFundMe ფონდში. შეგროვებული თანხა მოხმარდება აქამდე გაწეულ ხარჯებს და შანაეს ბოლო გზაზე გაცილებას.
ახლა კი შანაეს ოჯახი ესწრაფის, საქართველოს მართლმსაჯულების სისტემამ უზრუნველყოს დამნაშავის მიერ სიცოცხლის ციხეში გატარება — სამართლიანი სასჯელი ამგვარი ულმობელი თავდასხმისთვის, რომელმაც ჩვენი ახალგაზრდა ანგელოზის სიცოცხლე წაიღო.
ჩვენი დარდი და მწუხარება გაუსაძლისია.
სიყვარულითა და პატივისცემით
შანაეს ოჯახი.
გთხოვთ, განაგრძოთ ჩვენი ოჯახისა და პირადი სივრცის პატივისცემა".
---
"The family of Shanae are heartbroken at the unimaginable loss of our beautiful girl. She leaves behind many devastated family members and friends.
We are so proud of all that Shanae achieved in her short life. She fought for women’s rights and safety, gave her time for the underprivileged and was at her happiest when she was enriching the lives of others.
She was a genuine and loyal friend, bringing love and laughter to all around her. She was adventurous, courageous and lived life to the fullest.
We are so grateful to Shanae’s friends who so quickly raised the alarm and began a tireless search effort to find our girl.
The outpouring of love and messages from Shanae’s many friends locally and abroad, including the Georgian community have been a wonderful support for our family.
We are thankful for the Tbilisi Police and investigators for locating Shanae so quickly and arresting the perpetrator.
Thank you to officers from the Australian Embassy in Ankara and the Kordadze Law Office in Tbilisi for taking great care of our family members while in Georgia and the support and assistance to-date to help us through this devastating time.
We would like to thank both the State of Georgia for their offer of financial assistance with Shanae’s repatriation and the people of Georgia for their outpouring of grief, love and support during this most traumatic time.
A special thanks as well to all those who have contributed to Shanae’s GoFundMe page, the funds raised will assist with costs incurred so far and Shanae’s final journeys and celebration of her life.
We now turn to the Georgian Justice System to deliver a life sentence to the perpetrator for such a senseless and cowardly attack. Shanae deserves justice, and the women of Georgia deserve protection from such evil.
If grief is measured in waves, we are currently drowning.
With Love and Respect
Shanae’s Family.
Please continue to respect our family’s privacy".
***
ავსტრალიელი პედაგოგი, შანაი ბრუკი 30 ივლისს, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუჩინარდა. მისი ცხედარი მეორე დღეს, 31 ივლისს იპოვეს. ცხედარს ძალადობის კვალი აღენიშნებოდა, დანაშაულის ადგილზე კი დანა იპოვეს.
შანაე ბრუკის მკვლელობის ბრალდებით 33 წლის რაფაელ მურსაკულოვი დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული ავსტრალიელ ქალს პირადი ნივთების დაუფლების მიზნით დაესხა თავს, შემდეგ კი მისი მოკვლა გადაწყვიტა.
უწყების ცნობით, შანაი ბრუკის მკვლელობის შემდეგ, კვალის დაფარვის მიზნით, რაფაელ მურსაკულოვმა ცხედარს ხის ტოტები დააფარა და მკვლელობის იარაღი გადააგდო.
10 სექტემბერს მურსაკულოვს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.