კორონავირუსის პანდემიის გამო დაკეტილი შანხაის დისნეილენდი იხსნება. გასართობი თემატური პარკი სტუმრებს ხვალიდან უმასპინძლებს, თუმცა მკვეთრად შეზღუდული იქნება ვიზიტორთა რაოდენობა.
მსურველებმა შერჩეულ თარიღებზე ბილეთები წინასწარ უნდა იყიდონ, ასევე წინასწარ უნდა გააკეთონ განაცხადი ყოველწლიური საშვის მფლობელებმაც.
ადგილზე ამ დროისთვის ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. თანამშრომლები შესასვლელში სოციალური დისტანცირების ნიშნებს ამონტაჟებენ. მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოებიც.
შანხაის დისნეილენდი სამ თვეზე მეტხანს იყო დახურული.