logo
ENG



შარლ მიშელი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოს მალე ჰქონდეს ვაქცინაზე წვდომა

01 მარ 202111:00
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მიიღებს ვაქცინას, იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირი კოვაქს პლატფორმის მთავარი დამფინანსებელია. 

"კორონავირუსის პანდემიის პირობებში ევროპამ აჩვენა და გააგრძელებს, აჩვენოს საქართველოს თავისი ძლიერი სოლიდარობა. ჩვენ გავაკეთეთ 400 მილიონი ევროს მობილიზება იმისთვის, რომ დაიძლიოს კრიზისი. ამ მომენტში ვაქცინაცია არის მთავარი გამოწვევა. ევროკავშირი კოვაქს პროგრამის მთავარი დამფინანსებელია. იმედი მაქვს, რომ ამის წყალობით ამ ქვეყანაშიც იქნება ვაქცინის დისტრიბუცია. ყველაფერს გავეკეთებ იმისთვის, რომ საქართველოს მალე ჰქონდეს დოზებზე წვდომა". - თქვა შარლ მიშელმა

საქართველოში ვაქცინაცია ამ დრომდე არ დაწყებულა. ქვეყანას არც ერთი დოზა არ აქვს შეძენილი. საკოორდინაციო საბჭოს წევრები აცხადებდნენ, რომ ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლოს იქნებოდა. თუმცა, მოგვიანებით თქვეს, რომ პროცესი გართულდა. 

მთავრობის წარმომადგენლები ახლა ამბობენ, რომ ვაქცინას საქართველო მარტის პირველ-ორ კვირაში ელოდება. 


close დახურვა