logo
ENG



შარლ მიშელი საქართველოშია

18 ივლ 202119:15
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/18/msaqpr9r15sj5jn.jpg

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოშია. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მას ჟურნალისტები დახვდნენ, რომლებსაც მედიაზე თავდასხმის შესახებ ბანერები და ტვ პირველის ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ფოტოები ჰქონდათ მიტანილი. 

მიშელი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ხვალ გაიმართება. 

მას აეროპორში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი დახვდნენ. 

აღსანიშნავია, რომ ეს შარლ მიშელის მესამე ვიზიტია საქართველოში. ის ინდივიდუალურად შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. გარდა ამისა, დაგეგმილია შეხვედრა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან. 

მიშელის გარდა ბათუმის კონფერენციაში მონაწილეობას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ მიიღებენ. 


close დახურვა