logo
ENG



შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულია

28 ივლ 202120:44
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას ევროკავშირი უმაღლეს დონეზე ცდილობდა. ევროპელი დიპლომატის კრისტიან დანიელსონის უშედეგო მცდელობის შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი პირადად ჩაერთო პროცესში. შარლ მიშელმა მთელი თავისი პოლიტიკური პრესტიჟი სასწორზე დადო და დიდი ძალისხმევით საბოლოოდ კომპრომისულ ვარიანტს მიაღწია, რასაც ოპოზიციის პარლამენტში შესვლა მოჰყვა. 

ქართული ოცნება ნაბიჯ-ნაბიჯ არღვევდა 19 აპრილის შეთანხმებას. ყველაზე დიდი დარღვევა მოსამართლეების დაჩქარებული დანიშვნა იყო. დღეს კი ქართული ოცნება უფრო შორს წავიდა, დოკუმენტი გააცამტვერა და ქვეყანა კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შეიყვანა.


close დახურვა