ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი მთელი დღეა, შეხვედრებს მართავს ქართულ პოლიტიკურ სპექტრთან. კრისტიან დანიელსონი პოლიტიკურ პარტიებს უსმენს. მომდევნო დღეებში შვედმა დიპლომატმა პოლიტიკურ ძალებს ჩიხიდან გამოსავალი უნდა აპოვნინოს. შემდეგ კი პრემიერმინისტრმა პასუხი შარლ მიშელთან ბრიუსელში უნდა ჩაიტანოს.