logo
ENG



შატილის გზაზე დაშავებული 3 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

23 აგვ 202022:01
3 წუთის საკითხავი
 
znslpdtmpuebrzc.jpeg

შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 3 პირის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც „ფორმულას“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, 1 დაშავებული საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ეკიპაჟმა თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანა, ხოლო ორის ტრანსპორტირება ამ წუთებში მიმდინარეობს. 

შეგახსენებთ, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, მიკროავტობუსი კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. მომხდარის შედეგად 12 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი, დაშავდა.


close დახურვა