შატილში ახალი სკოლა აშენდება.
როგორც „ფორმულას“ განათლების სამინისტროში განუცხადეს, სკოლის აშენებამდე ბავშვებისთვის ალტერნატიული ფართი გამოიყოფა.
„პრემიერის გადაწყვეტილებით, შატილში დამწვარი სკოლის ნაცვლად, ახალი სკოლა აშენდება. ეს იყო სკოლა-პანსიონატი, ამიტომ 8 ბავშვიდან, რომელიც სკოლაში სწავლობდა, 5 იქვე რჩებოდა. განათლების სამინისტრო ჩართულია ამ პროცესში და ახალი სკოლის აშენებამდე ბავშვებისთვის ალტერნატიული ფართი გამოიყოფა. ასევე მოხდება მათი სასკოლო ინვენტარით, წიგნებითა და კომპიუტერებით უზრუნველყოფა,“ - აცხადებენ სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ დღეს შატილში ერთადერთი სკოლა დაიწვა. შედეგად არავინ დაშავებულა. ჯერჯერობით ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.