logo
ENG



შაქარაშვილის საქმე - ნომერი, რომლიდანაც 113 ზარი განხორციელდა, ნიკა ცერცვაძეს ეკუთვნის

04 აგვ 202019:59
3 წუთის საკითხავი
 

 

ფორმულანიუსმა გაარკვია, ვის ეკუთვნის ტელეფონის ნომერი, რომელიც გიორგი შაქარაშვილის საქმეში ფიგურირებს და რომლიდანაც 113 ზარი განხორციელდა კონფლიქტის ორივე მხარის მონაწილეებთან.

აღნიშნული ნომრის მფლობელი ნიკა ცერცვაძეა, ის ახალი ფიგურანტია მკვლელობის საქმეში, რომელიც გამოძიებამ მხოლოდ თვენახევრის შემდეგ გამოკითხა.

ცერცვაძე ჩიქოვანის, ნიკა ჟვანიას, ვატო მახარაძის და არჩილ გაგნიძის მეგობარია. ის, სხვა პირებთან ერთად, შაქარაშვილს გაუჩინარების მეორე დღეს მცხეთის ტერიტორიაზე ეძებდა.

ამ მომენტისთვის ბილაინის ნომერი გამორთულია. ცერცვაძემ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი ტელეფონი გათიშული იქნება.

 


 

 


close დახურვა