logo
ENG



შაქარაშვილის საქმე - სახალხო დამცველი ბრალდებულების კრიტიკულ და დროულ გამოკითხვას მოითხოვს

03 ივლ 202020:27
3 წუთის საკითხავი
 

მოწმეებისა და ბრალდებულების კრიტიკულ და დროულ გამოკითხვას მოითხოვს სახალხო დამცველი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, იმისთვის, რომ ხორავას ტრაგედიის შეცდომები აღარ განმეორდეს. გიორგი გახარიამ დღეს სწორედ ხელისუფლების ძალიან მძიმე გამოცდილებას გაუსვა ხაზი და თქვა, რომ პასუხები კითხვებს უახლოეს საათებში უნდა გაეცეს.  

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს კი კვალიფიკაცია ამ დრომდე არ აქვს, მოკლეს თუ მოკვდა შაქარაშვილი? - ამის გასარკვევად მცხეთის პოლიციაში დაკითხვების სერია გრძელდება. არაა გამორიცხული მომდევნო დღეებში დაკავებულთა წრე გაიზარდოს. დამატებითი კითხვები ჰქონდა გამოძიებას დაზარალებულის სტატუსის მქონე მოწმესთან, რომელიც ჩვენებაში ჩხუბში მონაწილეობას უარყოფს, მაგრამ ვიდეოზე აღბეჭდილი სისხლის ლაქა მის პერანგზე როგორც ჩანს, სამართალდამცველების ეჭვის საფუძველი გახდა.

 

 


close დახურვა