logo
ENG



შაქარაშვილის საქმე - ფორმულას წყაროს ცნობით, არასრულწლოვნებს საპროცესოს შესთავაზებენ

12 სექ 202020:10
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულას წყაროს ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანი ბრალდებულებისთვის საგამოძიებო უწყება საპროცესო შეთანხმების ეტაპზე იმყოფება. 

საგამოძიებო უწყებასთან დაკავშირებული წყარო ამბობს, რომ აღიარებითი ჩვენებების მიღების შემდეგ, რამდენიმე დაკავებულთან შეთანხმება შედგება და მათი სასჯელის შემსუბუქების შესახებ პროკურატურა დადგენილებას გამოსცემს. მიუხედავად ამისა, ბრალდება და დაცვის მხარე კომენტარზე უარს ამბობს.

შაქარაშვილის საქმეს ახლო მომავალში კიდევ ერთი ექსპერტიზის დასკვნა დაემატება. საუბარია ნაცემ გიორგი ქათამაძეზე, რომელიც ტრაგედიის ღამეს შაქარაშვილთან ერთად იმყოფებოდა. 

მცხეთის სასამართლო გიორგის შაქარაშვილის საქმეზე ერთდროულად სამ ეპიზოდს განიხილავს -  ძალადობას, თავისუფლების აღკვეთას და განზრახ მკვლელობას. არასრულწლოვნების საქმე ცალკე განიხილება. 17 დაკავებულიდან ბრალს არც ერთი არ აღიარებს. 


close დახურვა