logo
ENG



შაქარაშვილის საქმე - ქათამაძე ტოიოტა ქემრის ერთერთი მგზავრისგან მუქარის ზარს იხსენებს

24 ივლ 202014:17
3 წუთის საკითხავი
 

გიორგი შაქარაშვილის საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტრო დამატებით საგამოძიებო მოქმედებებს ჩაატარებს.

ამასთან, დაზარალებულების განმეორებითი ჩვენებებიდან დამატებითი დეტალები იკვეთება.

გიორგი ქათამაძე, რომელსაც არაგვის ხიდთან ფიზიკურად გაუსწორდნენ, იმ მუქარის ზარს იხსენებს, რომელიც ტოიოტა ქემრის ერთ-ერთი მგზავრისგან განხორციელდა მაშინ, როდესაც ქათამაძე თავდამსხმელებს ემალებოდა.

„როდესაც ზემოთ ხსენებულ ადგილზე ვიმყოფებოდი, ტელეფონზე შემოვიდა უცხო ნომრიდან ზარი. როდესაც ვუპასუხე მოსაუბრემ აგდებულად მითხრა, 'აბა ეხლა სად იმალებით, სად არიან შენი ძმაკაცებიო' და თან მაგინებდა უშვერი სიტყვებით. მე გავუთიშე, თუმცა კიდევ მირეკავდა და კვლავ გავუთიშე. შემდეგ კი მივწერე მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომ ვიყავი თბილისში. ასე იმიტომ მოვიქეცი, რომ მეგონა მეძებდნენ და ხმაზე სურდათ ჩემი პოვნა“ - წერია ქათამაძის განმეორებით ჩვენებაში.

გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს გაუჩინარდა - მის ცხედარს 22 ივნისს მიაკვლიეს მდინარე არაგვში.

სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით - ამ დასკვნის შემდეგ გამოძიება გადაკვალიფიცირდა და დაემატა განზრახ, დამამძიმებელ გარემოებებში, მკვლელობის მუხლიც.

ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული.

 


close დახურვა