logo
ENG



შაქარაშვილის საქმეზე 10 წლის ბავშვია გამოკითხული

15 ივლ 202012:20
3 წუთის საკითხავი
 
zjs502ksi6flu5x.jpg

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში 10 წლის ბავშვია გამოკითხული - ამის შესახებ ინფორმაციას ერთ-ერთი ადვოკატი, გიორგი ყიფშიძე, ავრცელებს.

ძიუდოისტ გიგა ტატიაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ მცირეწლოვანი ე.წ. მწვანილის ეპიზოდზეა გამოკითხული.

„მასალები არის, მათ შორის გამოკითხვის ოქმები და ახალი სახეები საქმეში. ათი წლის ბავშვიც კი გამოკითხულია ამ საქმეში - დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ფიგურირებს მწვანილის თემაზე", - ამბობს ყიფშიძე.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ნიახურის ეპიზოდი შაქარაშვილის საქმეში მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ერთ-ერთმა მოწმემ განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილის მიმდებარედ მანქანა მწვანილის შესაგროვებლად გააჩერა.

გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს დაიკარგა - მისი ცხედარი 22 ივნისს, მდინარე არაგვში იპოვეს.

ექსპერტიზის დასკვნით, შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი არის ასფიქსია წყალში დახრჩობით.

საქმე გადაკვალიფიცრებულია და ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში - 17 დაკავებულიდან აღნიშნული მუხლი არავის აქვს წარდგენილი.


close დახურვა