logo
ENG



შაქარაშვილის საქმეზე ადვოკატებმა დაკითხვის მოთხოვნაზე მიღებული უარი გაასაჩივრეს

24 ივლ 202008:39
3 წუთის საკითხავი
 

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატებმა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ვახო ახვლედიანის, კონსტანტინე ღიბრაძის და იაკობ ბრეგვაძის დაკითხვის მოთხოვნაზე მიღებული უარი გაასაჩივრეს. უფლებადამცველები სააპელაციო სასამართლოსგან პასუხს უახლოეს დღეებში მიიღებენ. ადვოკატები გეგმავენ დაკითხვის შესახებ დადგენილება ამირხანაშვილსა და ქათამაძესაც ჩააბარონ, უარის შემთხვევაში კი სასამართლოს მიმართონ.

რაც შეეხება გაგნიძის მხრიდან მოთხოვნილ საგამოძიებო ექსპერიმენტს, პენიტენციური დაწესებულებიდან უარის მიღების შემდგომ, უფლებადამცველები საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ექსპერიმენტის ჩატარების მოთხოვნით მიმართვას აპირებენ.

„სასამართლომ უარი გვითხრა ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ ეს პირები დაკითხული არიან გამოძიებისას და დაცვის მხარეს ექნება საშუალება, რომ საქმის არსებითი განხილვისას ისინი დაკითხონ. ჩვენ გვაქვს უფლება რომ ისინი საქმის ამ ეტაპზეც დავკითხოთ. ჩვენ არ ვეთანხმებით სასამართლოს ამ განჩინებას და გავასაჩივრეთ ეს განჩინება. უახლოეს მომავალში ველოდებით პასუხს“, - განაცხადა დაკავებული მორაგბეების, არჩილ გაგნიძის და ვასილ მახარაძის ადვოკატმა ბექა ნემსიწვერაძემ.


close დახურვა