logo
ENG



შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 3 პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

11 იან 202114:31
3 წუთის საკითხავი
clock 1390

გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული საბა ჩხარტიშვილი, საბა გოგშელიძე და ირაკლი წაქაძე 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს. საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება მათ 1000-1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეეცვალათ. 

საბა გოგშელიძის, ირაკლი წაქაძისა და საბა ჩხარტიშვილის ადვოკატებმა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნის შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართეს. 

აღნიშნული სამი პირი აგარაკზე მომხდარი ჩხუბის ეპიზოდში მონაწილეობდა.

დაკავებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ დაზარალებული პირები საპროცესო შეთანხმებას დათანხმდნენ. გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ ამ სამ პირს ფეხბურთელის მკვლელობის ეპიზოდთან არანაირი შეხება არ აქვს, ამიტომ ოჯახი წინააღმდეგი არ არის. 


close დახურვა